saqarTvelos tbebi - patara gldanis tbebi
მდებარეობა | თბილისი |
კოორდინატები | 41°48`37` ჩ. გ. 44°49`39` ა. გ. |
სიგრძე | 0.3 კმ |
სიგანე | 0.17 კმ |
ფართობი | 0.05 კმ² |
აუზის ფართობი | 0.31 კმ² |
გაუდინარი ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში. მდებარეობს ქალაქ თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, დიდი გლდანის ტბიდან დასავლეთით, ზღვის დონიდან 530 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ², აუზის ფართობი 0,31 კმ². სიგრძე 300 მ, სიგანე 170 მ. მაღალი დონეა გაზაფხულზე, დაბალი ზაფხულში. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. წყალი მლაშეა.